ცოტა ხნის წინ „ზოროს“ ვარსკვლავმა „ფეისბუქზე“ სახალისო ვიდეო გაავრცელა. ის 77 წლის მეუღლესთან და შვილებთან – 18 წლის კერისთან და 21 წლის დილანთან ერთად ღამის კლუბში იმყოფებოდა.
ვიდეოდან ჩანს, რომ ცნობილი ოჯახი ძალიან გაერთო. „მე მართლა მჭირდება ღამ-ღამობით ოჯახთან ერთად ბუგი-ბუგის ცეკვა“, – დაწერა კეტრინმა, რომელმაც ღამის ვოიაჟისთვის წითელი კაბა მოირგო.