არჩევნები 2021

გახარიას პარტიამ საკრებულოებში ალიანსის შექმნაზე კონსულტაციები დაიწყო

გახარიას პარტიაში კონსულტაციების ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ არ ახმაურებენ.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ საკრებულოებში კოალიციის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ამჟამად შეთანხმება მოლაპარაკების დაწყების თაობაზე პრაქტიკულად მიღწეულია ბათუმის საკრებულოსთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციამ, წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობა მოიპოვა.

„პარტიებს შორის გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკრებულო ოპოზიციური იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას პარტია გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოების დაკვეთით“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი რუხაძემ.

მისი სიტყვებით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ კონსულტაციების შემდეგ გახარიას პარტია მხარს დაუჭერს ოპოზიციის მხრიდან მის კანდიდატურას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
არჩევნები 2021
„ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას" გახარიას ელექტორატის იმედი არ უნდა ჰქონდეთ – ექსპერტები
გახარიას პარტიაში კონსულტაციების ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ არ ახმაურებენ.
„ვინ დაიკავებს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას, მნიშვნელობა არა აქვს, და ჩვენ არ გვინდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენი პარტიის წევრი იყოს. სხვა დეტალებზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ“, – აღნიშნა პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი თავდგირიძემ.
მთლიანად ქვეყანაში პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, პირველი სამი ადგილი პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 46,74%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 30,68%, „საქართველოსთვის“ – 7,8%.