ეკოლოგიური კატასტროფა აშშ-ში: კალიფორნიის სანაპიროებთან ნავთობი დაიღვარა – ფოტო

წყნარ ოკეანეში ნავთობსადენიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლიტრი ნავთობი ჩაიქცა და 34 კვადრატული კილომეტრის ფართობზე დიდი ლაქა წარმოიქმნა.
Sputnik
ორინჯის ოლქში ნავთობის გაჟონვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სანავთობე კომპანიაში Amplify Energy განაცხადეს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია. თუმცა დაახლოებით 3 ათასი ბარელი ნავთობი ოკეანეში მოხვდა.
სანაპიროს გაყოლებაზე დამონტაჟდა სკიმერები და აღიმართა ზღუდეები, რათა ოკეანეში ნავთობის გავრცელება აღარ მოხდეს.
ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ სანაპირო ზოლის ნავთობისგან გასაწმენდად.
1 / 12

აშშ-ში წყნარ ოკეანეში 477 ათას ლიტრზე მეტი ნავთობი ჩაიღვარა

2 / 12

გამწმენდი ბრიგადები ცდილობდნენ ნავთობი არ მოხვედრილიყო ტალბერტის სრუტეში

3 / 12

ნავთობის წყალში ჩაღვრის გამო დაბინძურდა პოპულარული პლაჟები

4 / 12

გაჟონვის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგათ ფრინველებს

5 / 12

ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად უკვე დაიხოცა ოკეანის უამრავი ბინადარი

6 / 12

კვირას ნავთობი 10 კილომეტრის რადიუსში იყო გავრცელებული

7 / 12

ოკეანის ნავთობისგან გასაწმენდად გამოიყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს ნავთობის მოსაგროვებლად

8 / 12

დაბინძურებული სანაპირო პოპულარულია დამსვენებლებსა და საზღვაო სპორტის მოყვარულებს შორის

9 / 12

მომხდარის გამო გაუქმდა პოპულარული ავიაშოუ Great Pacific Airshow, ხელისუფლებამ საზოგადოებას ახლოს მდებარე პლაჟებზე სტუმრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

10 / 12

მაშველები სანაპიროებზე გამაფრთხილებელ ნიშნებს დგამენ

11 / 12

ყველაზე დიდი ზიანი ჰანტინგტონ-ბიჩს მიადგა, რომელიც ლოს-ანჯელესიდან 65 კმ-ში მდებარეობს

12 / 12

ეკოლოგიური კატასტროფა ნავთობსადენი მილიდან ნავთობის გაჟონვის გამო მოხდა