რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, იუწყება ქართული მასმედია.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში, სავარაუდოდ, არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი პირი დაშავდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.