სტრიტ-არტი და ვაქცინაცია: როგორ ებრძვის კენია კორონავირუსს – ფოტო

კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო შეარყია და გამონაკლისი არც კენიაა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ ებრძვიან აფრიკულ ქვეყანაში COVID-19-ს.
Sputnik
კენიაში, ჯანმოს მონაცემებით, კორონავირუსზე აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 1,5%. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვაქცინები მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის არათანაბრად გადანაწილდა. ამასობაში კენიაში სიტუაცია მეტად დამძიმდა, ვინაიდან ქვეყანაში კორონავირუსის 16 ახალი შტამი აღმოაჩინეს.
1 / 10

კენიაში კვლავ მძიმე კორონავირუსული მდგომარეობაა

2 / 10

ქვეყანაში მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში, „კომენდანტის საათი„ 22:00 საათიდან 04:00 საათამდე

3 / 10

მიუხედავად არსებული აკრძალვებისა, კენია ღიაა ტურისტებისთვის, ვისაც PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი ექნება

4 / 10

კენიაში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ღიაა კაფეები და რესტორნები

5 / 10

კენიის საავადმყოფოებში დაძაბული სიტუაციაა. მედიკოსები ყოველდღე სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, თუმცა ყველას გადარჩენა ვერ ხერხდება

6 / 10

კენიაში ვაქცინაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვაქცინების რაოდენობა კი ძალიან ცოტაა

7 / 10

ჯერჯერობით მოსახლეობის სულ რაღაც 1.5% არის აცრილი

8 / 10

აშშ და ევროპის ქვეყნები კენიას კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარებიან

9 / 10

კენიაში ასევე არიან ანტივაქსერები

10 / 10

ჯარისკაცი დიდი ბრიტანეთიდან ნაირობიში ჩატანილი ვაქცინის 400-ზე მეტ დოზას იცავს