საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან 3–4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:31 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.