მომღერალი მარიტა როხვაძე შეყვარებულია და, როგორც ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ამბობს, მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ „ის“ პროფესიით სტომატოლოგია.
„სულ მაბრაზებს, 24 საათი ჩემ გვერდით ყოფნა უნდა და ვერ ვახერხებ. ამ ადამიანზე საჯაროდ მას შემდეგ ვილაპარაკებ, როცა ჩვენს ურთიერთობას ოფიციალურ სახეს მივცემთ“, – ამბობს მომღერალი.
მარიტა პირველად პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში" გამოჩნდა. ფუმფულა გოგონამ მაყურებლების პოზიტიური დამოკიდებულება დაიმსახურა, მაგრამ თავად მარიტას საკუთარი წონა აწუხებდა. პირადი ცხოვრებაც წარუმატებლად ეწყობოდა და საყვარელ კაბებს ვერ ირგებდა. მას შემდეგ მომღერალმა 21 კოლოგრამი დაიკლო და ახლა შესანიშნავ ფორმაშია.