COVID-19 - ბოლო ცნობები

კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ

კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. 6 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
დღეიდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ
კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო კვების ობიექტები დღემდე მხოლოდ 22:00 საათამდე მუშაობდნენ.
უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.
ქვეყანა ჯერ კიდევ კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებლებმა შედარებით დაიკლო, ყოველდღიური მაჩვენებელი მაინც მაღალია. ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, რომელთა ნაწილი 4 სექტემბერს მოიხსნა.