COVID-19 - ბოლო ცნობები

ხვალიდან კონცერტებზე და ფესტივალებზე შეზღუდვა იხსნება

მასობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო იყო აკრძალული.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 6 ოქტომბრიდან კონცერტებისა და ფესტივალების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მანამდე მასობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო აიკრძალა.

„იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ბოლო დროს სტაბილიზაციისკენ მიდის. ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი შედარებით იკლებს.