ინდონეზიაში პოლიეთილენის მუზეუმი გაიხსნა – ვიდეო

ღია ცის ქვეშ გამოფენის მოსაწყობად პოლიეთილენის 10 ათასზე მეტი ნარჩენი გამოიყენეს, მზადება 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
Sputnik
ინდონეზიელმა ეკოლოგებმა პოლიეთილენის მუზეუმი გახსნეს, რათა საზოგადოება ერთჯერადი პაკეტებისა და ბოთლების მოხმარებაზე უარის თქმის მნიშვნელობაზე დააფიქრონ.
ინსტალაციების შესაქმნელად გამოიყენებოდა ბოთლები, პაკეტები, ჭიქები და სხვა ნარჩენები. გამოფენის მოწყობაზე სამი თვე და 10 ათასზე მეტი ნარჩენი დაიხარჯა.