მსოფლიო დღეს

ვირუსი იეზო: იაპონიაში უცნობი ვირუსი და ახალი დაავადება დაფიქსირდა

Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე აღმოჩენილია უცნობი ვირუსი, რომელიც ტკიპის ნაკბენით გადადის ადამიანზე და მწვავე ცხელებას იწვევს, იუწყება Nature Communications.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა ვირუსს სახელად იეზო უწოდეს.
უცნობი ინფექცია 2014-2020 წლებში სულ შვიდ პაციენტს დაუდასტურდა, რომლებსაც ცხელება, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დაქვეითება, ღვიძლის დისფუნქცია აღენიშნებოდათ. ლეტალური შედეგები დაავადებულთა შორის არ დაფიქსირებულა.
მსოფლიო დღეს
კიდევ ერთი ახალი ვირუსი ჩინეთში: არიან ინფიცირებულები და გარდაცვლილები
ვირუსი იეზოს გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ახალი პათოგენი Orthonairovirus-ების ოჯახიდანაა, რომელსაც ასევე განეკუთვნება ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი ყირიმ-კონგოს ვირუსი. ფილოგენეტიკურად ის სულინასა და თამდის ვირუსებთანაა ახლოს, რომელთაგან მეორემ არც ისე დიდი ხნის წინ ჩინეთში იჩინა თავი.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვირუსი იეზო ჰოკაიდოს მიღმაც შეიძლება იყოს გასული, ამიტომ სპეციალისტები მთელი იაპონიის მასშტაბით გეგმავენ მისი გავრცელების შესწავლას. ამის შემდეგ კი მეცნიერები აპირებენ, რომ ახალი ვირუსის გავრცელება ველურ ცხოველებშიც გამოიკვლიონ, ასევე მთელი იაპონიის მასშტაბით.