საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დათვლის შედეგად პროპორციული სიებით გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 46,69% მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 30,7% მიიღო. მესამე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" ხმების 7,8%-ით.
ცესკოს მონაცემებით, მერების არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში ჩატარდება, სადაც მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება.
როგორ განვითარდება სიტუაცია საქართველოში, მოსალოდნელია თუ არა საპროტესტო აქციები, იმოქმედებს თუ არა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და დაკავება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ ბრიფინგის მონაწილეები:
– სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის დირექტორი, მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე
– პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე
ბრიფინგი „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com