თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა მისი კომპანიის კუთვნილი სოციალური ქსელების და სერვისების მუშაობაში გლობალური შეფერხების ფონზე 5,9 მლრდ დოლარი დაკარგა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, ამას Forbes Real-Time-ის მონაცემები მოწმობს.
Forbes-ის „მრიცხველის“ მონაცემებით (თბილისის დროით 23:26 საათის მონაცემებით), ცუკერბერგის ქონება გაიაფდა 4,83%-ით, ანუ 5,9 მლრდ დოლარით ფა 116,7 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
ამგვარად, Facebook-ის შემქმნელმა უმდიდრესი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილი დაუთმო პროგრამული უზრუნველყოფა Oracle-ის შემქმნელ ლარი ელისონს, რომლის ქონება 118,1 მლრდ დოლარს უდრის.
ორშაბათს Facebook, Instagram და WhatsApp-ის მომხმარებლებმა სერვისების მუშაობაში მასშტაბური შეფერხების შესახებ შეიტყვეს. შემდეგ ამ ფონზე გაჩნდა ცნობები Telegram, Twitter, Google და TikTok-ის მუშაობაში შექმნილი პრობლემების შესახებ..
სოციალური ქსელი Facebook 2004 წელს 19 წლის ამერიკელმა სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა დააარსა. ქსელის შტაბ-ბინა მდებარეობს მენლო-პარკში (კალიფორნია).Facebook-ს ასევე ეკუთვნის სერვისები Messenger, WhatsApp და Instagram.