„ახლა მინდა ვუპასუხო იმ „ჰეითერებს", რომლებიც წერდნენ არცთუ კარგ რამეებს. ჯობს დაკავდეთ თქვენი სამშობლოს აღმშენებლობით, საიდანაც არ უნდა იყოთ. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს შენი სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება, ეს კეთილშობილი საქმეა. ვიცი, რომ ახლა მიტინგი იმართება მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მეგობრებო საქართველოდან, უკრაინელებს ძალიან უყვართ საქართველო, ეს ცნობილი ფაქტია. გთხოვთ, დადექით მყარად თქვენი ქვეყნისთვის. უკვე მალე ვიქნები საქართველოში, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ქართველებმა დაიცვან თავისი მომავალი, უკარაინა ასევე იბრძოლებს თავისი მოქალაქის გამო, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე იბრძვის და იბრძოლებს სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ ის გაასამართლეს უკანონოდ. ადამიანმა, რომელიც ასე ბევრზე წავიდა, წავიდა კომფორტული უკრაინული ცხოვრებიდან, ეს გააკეთა, ქართველებო, თქვენთვის. ამით ძალიან ვამაყობ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო და უკრაინა ერთად ვართ, პირადი თუ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, იბრძოლეთ, დროებით!" – ამბობს ლიზა იასკო მიმართვაში.