თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორიდან ერთი ხელყუმბარა აფეთქდა და ეზოში მდგომი ავტომობილი დააზიანა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქმე სოფლის ბაზრის ბიზნეს-წილების გაყოფას ეხება, რომელიც ამავე სოფელში მცხოვრები ნიაზოვების ოჯახს და მათთან დაპირისპირებულ პირებს უკავშირდება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 188-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.