მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Facebook, Instagram და WhatsApp მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელებისა და აპლიკაციების მუშაობის შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. Facebook, Instagram და WhatsApp-ის სერვისები მომხმარებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია.
Facebook-ის კუთვნილმა სამივე ქსელმა, რომლებიც საერთო ინფრასტრუქტურაზე მუშაობს, ცოტა ხნის წინ მუშაობა შეწყვიტა.
Facebook-ის გვერდზე შესულ მომხმარებლებს უბრალოდ ხარვეზის გვერდი ან შეტყობინება ხვდებათ, რომ ბრაუზერს დაკავშირება არ შეუძლია.
Facebook-ის messenger-ში და WhatsApp აპლიკაციაში შესულ მომხმარებელს კი შეტყობინებების არც გაგზავნა შეუძლია და არც მიღება.
შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.