ეკა კახიანი სიძესთან ერთად პოზირებს – ანასტასიას დაბადების დღე კახიანების აგარაკზე – ვიდეო

ნახეთ როგორი დაბადების დღე ჰქონდა ანასტასია თოფურიძეს მცხეთაში.
Sputnik
ყველასთვის ცნობილმა ბადურაშვილებმა მცხეთის აგარაკზე მოიყარეს თავი. საქმე ისაა, რომ ნინი ბადურაშვილის დამ ანასტასია თოფურიძემ დაბადების დღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
საკმაოდ პომპეზური წვეულებიდან ვიდეოს ეკა კახიანი ავრცელებს. ეკა კახიანი გადატვირთული გრაფიკის გამო შვილებთან ერთად იშვიათად ჩნდება სოციალურ ქსელში. თუმცა შვილის დაბადების დღე, რა თქმა უნდა, გამონაკლისია.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ერთობა ეკა კახიანი წვეულებაზე. ანასტასია თოფურიძე დაოჯახებულია. მისი ქმარი ირაკლი გაბაშვილია, რომელზეც ცნობილი ოჯახის ქალიშვილმა 2012 წელს იქორწინა და მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.
ეკა კახიანს სამი შვილი ჰყავს, ნინი ბადურაშვილი პირველი ქორწინებიდან და ანასტასია და ქეთო თოფურიძეები - მეორედან.