COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 4 ოქტომბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 591.668 ადამიანი. ჩატარებულია 1.818.258 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.124 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 867-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 618.620-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 591.668 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.877), გარდაიცვალა – 9.068 (ბოლო 24 საათში – 30). კარანტინის რეჟიმშია 31, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.133 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 601 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 16.066 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.770, PCR–ტესტით – 6.296.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,4%, ბოლო 14 დღის – 5,42%, ბოლო 7 დღის – 4,94%.
სულ ჩატარებულია 1.818.258 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.124 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.