არჩევნები 2021

არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა – დათვლილია უბნების 100 პროცენტი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პროპორციული სიით ხმების 46,69%-ით გაიმარჯვა. ამაზე მეტყველებს დღეს გამოქვეყნებული ცესკოს ყველა უბანზე დათვლილი მონაცემები.
ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხმების 30,7% აქვს.

ცესკოს მონაცემებით, მესამე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,8%.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა.