„სკოლა დაიწყო და მე მარტო სახლში“ – ანუკი არეშიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ანუკი არეშიძე სასწავლო წლის დაწყებას და შვილების სკოლაში წასვლას ეხმაურება.
Sputnik
დიზაინერი ანუკი არეშიძე სასწავლო წლის დაწყებას „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სახალისო ვიდეოითი ეხმაურება და სოციალური ქსელის ხელმომწერებს საკუთარ განწყობას უზიარებს. როგორც ჩანს, მრავალშვილიანი დედა ძალიან გაახარა შვილების სკოლაში გაშვებამ.
ანუკი არეშიძის და კახა კალაძის ოჯახში სამი სკოლის მოსწავლეა - ბუბუ, ბიბი და ვაჩე. ბუბუ და ბიბი „ბაქსვუდის“ სკოლაში სწავლობენ და მათ სწავლა, ვაჩესგან განსხვავებით, სექტემბრის დასაწყისში დაეწყოთ. რაც შეეხება ნიკოლას, ის სამი წლის ცოტა ხნის წინ გახდა და არაა ცნობილი ბაღში წაიყვანეს, თუ სახლშია დედასთან.
პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა, უმცროსი ნიკოლა კი საფრანგეთში. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.