თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები წარმოადგინა.
ISFED-ს PVT-ის შედეგები დამკვირვებელთა 95%-მა მიაწოდა.
ორგანიზაციის ჩამონათვალში მოხვდნენ პარტიები, რომლებმაც 2 ოქტომბრის არჩევნების პროპორციულ კომპონენტში 1%-ზე მეტი მოაგროვეს.
შედეგები მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალურ და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით)
საქართველო
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“: გამოთვლილი პროცენტი – 46,6%; ცდომილების ხარისხი +/- 1,18%, მინიმალური შედეგი – 45,4%, მაქსიმალური შედეგი – 47,8%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 31,1%, ცდომილების ხარისხი +/- 1,07%, მინიმალური შედეგი – 30%, მაქსიმალური შედეგი – 32,2%;
„გახარია – საქართველოსთვის“: გამოთვლილი პროცენტი – 7,7%, ცდომილების ხარისხი +/- 0,53%, მინიმალური შედეგი – 7,2%, მაქსიმალური შედეგი – 8,2%;
„ლელო“: გამოთვლილი პროცენტი – 2,6%, ცდომილების ხარისხი +/- 0,20%, მინიმალური შედეგი – 2,4%, მაქსიმალური შედეგი – 2,8%;
ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 1,8%, ცდომილების ხარისხი +/- 0,27%, მინიმალური შედეგი – 1,5%, მაქსიმალური შედეგი – 2%;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: გამოთვლილი პროცენტი – 1,5%, ცდომილების ხარისხი +/- 0,12%, მინიმალური შედეგი – 1,4%, მაქსიმალური შედეგი – 1,6%;
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“: გამოთვლილი პროცენტი – 1,4%; ცდომილების ხარისხი +/- 0,17%, მინიმალური შედეგი – 1,2%, მაქსიმალური შედეგი – 1,6%;
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: გამოთვლილი პროცენტი – 1,3%, ცდომილების ხარისხი +/- 0,10%, მინიმალური შედეგი – 1,2%, მაქსიმალური შედეგი – 1,5%;
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“: გამოთვლილი პროცენტი – 1,4%, ცდომილების ხარისხი +/- 0,21%, მინიმალური შედეგი – 1,2%, მაქსიმალური შედეგი – 1,6%; „გირჩი“: გამოთვლილი პროცენტი – 1%, ცდომილების ხარისხი +/- 0,1%, მინიმალური შედეგი – 0,9%, მაქსიმალური შედეგი – 1,1%;
თბილისი
რაც შეეხება მონაცემებს თბილისის მასშტაბით, პარალელური დათვლის შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“: გამოთვლილი პროცენტი – 39,7%, ცდომილების ხარისხი +/- 0,99%, მინიმალური შედეგი – 38,7%, მაქსიმალური შედეგი – 40,7%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 28,3%, ცდომილების ხარისხი +/- 0,89%, მინიმალური შედეგი – 27,4%, მაქსიმალური შედეგი – 29,1%;
„გახარია – საქართველოსთვის“: გამოთვლილი პროცენტი – 8,8%, ცდომილების ხარისხი +/- 0,39%, მინიმალური შედეგი – 8,4%, მაქსიმალური შედეგი – 9,2%;
„ლელო“: გამოთვლილი პროცენტი – 3,7%, ცდომილების ხარისხი +/- 0,24%, მინიმალური შედეგი – 3,4%, მაქსიმალური შედეგი – 3,9%;
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“: გამოთვლილი პროცენტი – 3,4%, ცდომილების ხარისხი +/- 0,23%, მინიმალური შედეგი – 3,1%, მაქსიმალური შედეგი – 3,6%;
„ანა დოლიძე – ხალხისთვის“: გამოთვლილი პროცენტი – 2,5%, ცდომილების ხარისხი +/- 0,17%, მინიმალური შედეგი – 2,4%, მაქსიმალური შედეგი – 2,7%;
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“: გამოთვლილი პროცენტი – 2,5%, ცდომილების ხარისხი +/- 0,13%, მინიმალური შედეგი – 2,3%, მაქსიმალური შედეგი – 2,6%;
„ელენე ხოშტარია – დროა“: გამოთვლილი პროცენტი – 2,1%, ცდომილების ხარისხი +/- 0,21%, მინიმალური შედეგი – 1,9%, მაქსიმალური შედეგი – 2,3%;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: გამოთვლილი პროცენტი – 1,7%, ცდომილების ხარისხი +/- 0,12%, მინიმალური შედეგი – 1,5%, მაქსიმალური შედეგი – 1,8%;
„გირჩი“: გამოთვლილი პროცენტი – 1,7%, ცდომილების ხარისხი +/- 0,13%, მინიმალური შედეგი – 1,5%, მაქსიმალური შედეგი – 1,8%;
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: გამოთვლილი პროცენტი – 1,3%, ცდომილების ხარისხი +/- 0,1%, მინიმალური შედეგი – 1,2%, მაქსიმალური შედეგი – 1,4%;
„ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 1,1%, ცდომილების ხარისხი +/- 0,15%, მინიმალური შედეგი – 1,0%, მაქსიმალური შედეგი – 1,3%;
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“: გამოთვლილი პროცენტი – 1%, ცდომილების ხარისხი +/- 0,08%, მინიმალური შედეგი – 0,9%, მაქსიმალური შედეგი – 1,1%.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დააკვირდა.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 83 მობილური ჯგუფისგან და 1000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებს. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებდა მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი).
ხმების პარალელური დათვლის შედეგების გარდა, მისია მონაცემებს საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებაც ავრცელებს. ორგანიზაციამ ჯამში 18 დარღვევა დააფიქსირა.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.