სააკაშვილი საქართველოში ტრაილერის მძღოლმა ჩამოიყვანა - მედიის ახალი ვერსია

მედიაში გავრცელდა ვერსია იმისა, თუ როგორ შემოაღწია საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ვერსია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა პორტალმა CNews.
მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.
რატომ არ ჩქარობს საქართველოს პროკურატურა სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას
გამოცემა ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა საზღვარი ტრაილერით გადმოკვეთა. გარდა ამისა, წყარო მძღოლის ვინაობასაც ასახელებს.
„სააკაშვილი საქართველოში ელგუჯა ცომაიამ ჩამოიყვანა, რომელიც არის ტრაილერის მძღოლი. ელგუჯა ცომაია წარმოშობით აბაშიდანაა“, - განუცხადა ცომაიას ახლობელმა CNews-ს.
წყაროს ცნობით, ელგუჯა დიდი ხანია ტრაილერის მძღოლად მუშაობს და საქართველოდან უკრაინაში მწვანილი დააქვს.
„მიშა საქართველოში სწორედ ელგუჯას ტრაილერით შემოვიდა და მთელი გზა მანქანის სავენტილაციო კაბინაში იჯდა“, - განაცხადა მან.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ბინა, რომელშიც სააკაშვილი დააკავეს, ასევე ეკუთვნის ცომაიას და სააკაშვილის უახლოეს თანამოაზრეებმაც არ იცოდნენ მისი ჩამოსვლის შესახებ.
„15 წელია სანდრასთან ერთად ვცხოვრობ, ნუ დაუჯერებთ ჭორებს...“ - ნიკოლოზ სააკაშვილი
არსებული ვერსიით, ცომაიას ტრაილერმა საქართველოს საზღვარი ფოთში გადმოკვეთა.
„ტრაილერი ფოთში შემოვიდა, სადაც ელგუჯამ მანქანა გამოიცვალა და კუთვნილი მსუბუქი ავტომობილით სააკაშვილი ბათუმში წაიყვანა. ვიდეოები, რომლებიც მიშამ გამოაქვეყნა, სწორედ წინა საღამოს, ბათუმშია გადაღებული, თუმცა ჩემი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ეს ვიდეოები თბილისიდან ატვირთა“, - ჰყვება წყარო.
იგივე წყარო უარყოფს, რომ სააკაშვილი დაკავებამდე საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
შსს-ს გამოცემის ვერსიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ეკა ხერხეულიძე: „სააკაშვილს ციხეში ტელევიზორიც არ აქვს“
ექს-პრეზიდენტს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძენმა იყო გამოცხადებული, სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ დააკავებდნენ მას საზღვრის გადალახვისთანავე.
კერძოდ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის ქონების ჩამორთმევის საქმეზე კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.