თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით 52 ქალაქში ლიდერობს, რაზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მეტყველებს ოქმები დაახლოებით 40%-ის დათვლის შემდეგ.
დანარჩენ 11 ქალაქში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წინ.
„ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გავიდა: ბათუმში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, სენაკში, წყალტუბოში, დმანისში, გარდაბანში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ახმეტაში.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.