არჩევნები 2021

10 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ 48%-ის მოპოვება დამაჯერებელი გამარჯვებაა - კალაძე

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. „ქართულმა ოცნებამ“ 48% აიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 48%-ის მოპოვება 10 წლის შემდეგ არის დამაჯერებელი გამარჯვება, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კითხვაზე, იქონია თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლამ საქართველოში არჩევნების შედეგებზე გავლენა, კალაძის თქმით, „ამას ანალიზი სჭიდება“.
„ქართულმა ოცნებამ“ 48% აიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ფაქტობრივად, ყველა იმ ოლქში, სადაც მეორე ტური იქნება, „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე. რამდენიმე ოლქია, სადაც მეორე ადგილზე “ქართული ოცნებაა“, თუმცა, მეორე ტურები გაიმართება და დაველოდოთ შედეგებს. არ დავიწყებ წინასწარ მარჩიელობას ვინ გაერთიანდება, სად გაერთიანდება. ყველა პოლიტიკური პარტია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ერთადერთი პოლიტიკური პარტია არის „ქართული ოცნება“, ვინც დამაჯერებლად გაიმარჯვა და 48% მიიღო და ამისთვის ყველა მხარდამჭერს მადლობას უხდის.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 360 უბანზე (46.81%). აღნიშნული მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა კახა კალაძე 45.28 პროცენტით (96 840 ხმა), 34.27 (73 294 ხმა)​ ​პროცენტი აქვს ნიკანორ მელიას.