არჩევნები 2021

„ბიძინას მოვუგეთ!“ - ხატია დეკანოიძე პოსტს აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისმა „ოცნება“ დაამარცხა, წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
დეკანოიძის თქმით, ქუთაისში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი უკვე დათვლილია.
ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის 51 უბნის მონაცემებია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე — 43,75 %-ით.
მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი — 41,86 %-ით.