COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 3 ოქტომბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 589.791 ადამიანი. ჩატარებულია 1.813.679 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5,159 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.164-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 617.753-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 589.791 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.292), გარდაიცვალა – 9.038 (ბოლო 24 საათში – 33). კარანტინის რეჟიმშია 31, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.102 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 675 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.107 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.626, PCR–ტესტით – 10.481.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,27%, ბოლო 14 დღის - 5,42%, ბოლო 7 დღის - 4,92%.
სულ ჩატარებულია 1.813.679 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.159 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.