COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ით სიკვდილიანობა მსოფლიოში: ტემპები და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, იუწყება Reuters-ი.
გამოცემის განმარტებით, ამის მიზეზი ვირულენტური „დელტა“ შტამია, რომელიც განსაკუთრებით არავაქცინირებულ ადამიანებს ერევა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 3 ოქტომბერი
ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ლეტალური შემთხვევების ნახევარზე მეტი ბოლო შვიდ დღეში აშშ-ში, რუსეთში, ბრაზილიაში, მექსიკასა და ინდოეთშია დაფიქსირებული.
ანალიზის თანახმად ცნობილი ხდება, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,5 მილიონ კაცს პანდემიის დაწყებიდან ერთ წელიწადზე ცოტა მეტ დროში მიაღწია, ხოლოდ დანარჩენი 2,5 მილიონი კაცი დაავადებამ დაახლოებით რვა თვეში იმსხვერპლა.
ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოში ყოველდღიურად საშუალოდ 8000 სიკვდილი რეგისტრირდებოდა, ანუ დაახლოებით ხუთი ლეტალური შემთხვევა ყოველ წუთში. თუმცა ბოლო კვირებში სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი შენელდა.
ამ დროისათვის მსოფლიოში COVID-19-ის „დელტა“ ვარიანტი დომინირებს. ის ჯანმოს წევრი 194 ქვეყნიდან 187 ქვეყანაშია გამოვლენილი.