თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
07:00 საათისთვის 769 უბნიდან დათვლილია 320 (41.61%).
წინასწარი შედეგებით, თბილისის მერობის კანდიდატების წინასწარი შედეგები ამგვარია:
კახა კალაძე – 85.161 ხმა – 45,5%
ნიკანორ მელია 63.871 ხმა – 34,13 %
გიორგი გახარია – 16.795 ხმა – 8,97%
ანა დოლიძე – 8 145 ხმა – 4,35%
ანა ბიბილაშვილი – 4 513 ხმა 2,41 %
დანარჩენ კანდიდატებს 2%–ზე მეტი არა აქვთ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერის არჩევისთვის გაიმართება მეორე ტური, რადგან ხმების 50%–ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.