არჩევნები 2021

ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს – ცესკო პირველად შედეგებს აქვეყნებს

მმართველი პარტია ხმების 48,56%–ით ლიდერობს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას 32,32% აქვს.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 48,56%–ით ლიდერობს, განაცხადა საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.
ცესკომ საარჩევნო უბნების 38,63%–ის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 32,32%–ით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამეზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია – 6,87%.
არჩევნები 2021
თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური იგეგმება - ცესკოს პირველი მონაცემები
ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.