თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების მეორე ტურიზე ოპოზიცია უფრო მბილიზებული და შეკრული მივა, განუცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ახლა ყველას ერთი მიზანი აქვს და ცალკეულმა პარტიულმა ინტერესებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.
„ეს რეფერენდუმის მეორე ტური იქნება, რომელშიც ოპოზიციური სპექტრი უფრო შეკრული იქნება. ჩვენ თანამშრომლობის ხელს ვუწვდით ყველა პარტიას. ახლა საუბარი არ არის იმაზე, რომელი პარტია მოიგებს“, — განაცხადა ბარამიძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვადამდელ საპარლამენტო აჩევნებს ოპოზიცია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოოდ დასრულების შემდეგ მოითხოვს.
წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების პროპორციულ არჩევნებში ქვეყნის 11 ქალაქში ლიდერობს. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, წალენჯიხა, წყალტუბო, დმანისი, გარდაბანი, რუსთავი, თელავი, ხულო, სენაკი და ახმეტა.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.