არჩევნები 2021

ცესკომ ოქმების გამოქვეყნება დაიწყო

20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა და პარალელურად ოქმები ცესკოს საიტზე იტვირთება.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებადაიწყო.
ამ დროისთვის ყველაზემეტი ოქმი ახალქალაქიდანაა ატვირთული.
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.