არჩევნები 2021

„ქართულმა ოცნებამ" ხმის დათვლის საკუთარი შედეგები გაასაჯაროვა

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს სამი სახის – მერის, მაჟორიტარული და პროპორციული – საარჩევნო ბიულეტენი დახვდა.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში ლიდერობს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების პარალელურ დათვლას საარჩევნო უბნებზე მათი დამკვირვებლების მიერ მიწოდებული ოქმების საფუძველზე ახდენს.
ამ დროისთვის პარტიას 594 საარჩევნო უბნის მონაცემები აქვს, რაც საერთო საარჩევნო უბნების (3.664) 15,87%–ს შეადგენს.
„ქართული ოცნების“ მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" – 52,71%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29,14%
„საქართველოსთვის“ – 5,69%
„ლელო საქართველოსთვის“ – 2,33%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,6%
„მესამე ძალა“ - 1,41%
„ლეიბორისტული პარტია“ – 1,35%
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 0,63%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 0,62%
„მოქალაქეები“ – 0,4%
ცესკოს ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არის, უწყების განმარტებით, იგი საარჩევნო უბნების დახურვიდან (20:00 საათი) შვიდი–რვა საათის შემდეგ გახდება ცნობილი, რასაც ცესკო დიდი რაოდენობის ბიულეტენებით ხსნის, რომელთა დათვლასაც გარკვეული დრო სჭირდება.
საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს სამი სახის – მერის, მაჟორიტარული და პროპორციული – საარჩევნო ბიულეტენი დახვდა.