„ლაინ აფში ჩამსვეს“ - ზურა ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ოფისთან გიტარით მივიდა - ვიდეო

„ქართული ოცნების“ შტაბთან, სადაც სცენას ამზადებენ, ზურაბ ჯაფარიძე გამოჩნდა
Sputnik
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ზურაბ ჯაფარიძე გიტარით მივიდა. მმართველი პარტიის ოფისთან იმყოფებოდნენ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე. ზურაბ ჯაფარიძე დაინტერესდა, როდის იგეგმებოდა ზეიმი. მდინარაძემ შეატყობინა, რომ საღამოს რვა საათზე იგეგმებოდა, რაზეც ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ოფისთან მივიდოდა შვიდ საათზე ხმის შესამოწმებლად.