საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს - ვიდეო

საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იმართება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ ირჩევენ მოქალაქეები მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს
Sputnik
ხმის მიცემის პროცესი უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს, ბრიფინგზე განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
ადგილობრივი არჩევნები ერთობ პოლიტიზირებულია, მთავარი ინტრიგა კი ისაა, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია 43%-ის შეგროვებას. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ცალმხრიდავ დატოვა შეთანხმება არჩევნებამდე 3 თვით ადრე, ოპოზიცია არჩევნებს კვლავ რეფერენდუმად მოიხსენიებს.
სიტუაცია გაამწვავა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ. ყოფილი პრეზიდენტი, რომელზეც რამდენიმე საქმეა აღძრული, თბილისში დააკავეს. თავად სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და კვირას დიდ მიტინგს გეგმავს, რათა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა.