არჩევნები 2021

ტელეკომპანია „ფორმულას“ ახალი ეგზიტპოლი: კალაძე - 44%, მელია - 40%

მესამე ადგილზე გავიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7%.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კვლავ ლიდერობს ადგილობრივ არჩევნებზე - ამას მოწმობს ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
20:00 საათის ეგზიტპოლების მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისში მოაგროვა 41%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 31%.
მესამე ადგილზე გავიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7%.
განახლებული მონაცემები პარტიების მიხედვით:
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 5%
„ლელო საქართველოსთვის“ – 3%
„ხალხისთვის“ – 2%
„ევროპული საქართველოსთვის“ – 2%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - 2%
„მოქალაქეები“ - 2%
„დროა“ - 2%
„მესამე ძალა“– 1%
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%
დანარჩენი პარტიები - 1%.
ასევე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები თბილისის მერობის არჩევნების მიხედვით:
კახა კალაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 38,5%” - 44%
ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 40%
გიორგი გახარია „საქართველოსთვის“ - 7%
თამარ კეკენაძე „მესამე ძალა“ - 1%
ანა დოლიძე „ხალხისთვის“ - 5%
ანა ბიბილაშვილი - „ლელო საქართველოსთვის“ - 1%
გიორგი ლომია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1%
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ „ჩვენი ერთიანი საქართველო“ - 1%
რაც შეეხება შედეგებს საქართველოს მასშტაბით, ხმები ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 46%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 33%
„საქართველოსთვის“ - 6%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 2%
„ლელო საქართველოსთვის“ – 2%
„ევროპული საქართველო“ – 2%