თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში მდებარე სასტუმრო Courtyard Marriot-ის ადმინისტრაციამ თავისი კლიენტები გააფრთხილა შესაძლო მიტინგების შესახებ 3 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ, იუწყება РИА Новости.
შაბათს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. ქართულ ოპოზიციას ჯერ არ განუცხადებია, რომ ადამიანების ქუჩებში გამოყვანას გეგმავს. პარასკევს თბილისში დააკავეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„გაცნობებთ, რომ ხვალ, 3 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შესაძლებელია ჩატარდეს საპროტესტო დემონსტრაციები. ზოგიერთი ქუჩა შეიძლება გადაიკეტოს, რაც ქალაქში „საცობებს“ შექმნის“, - აღნიშნულია სასტუმრო Courtyard Marriot-ის ადმინისტრაციის გამაფრთხილებელ წერილში, რომელიც ტურისტებს ნომრებში დახვდათ.