არჩევნები 2021

„ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას“ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ხმა დეპოლარიზაციას მივეცი, განუცხადა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ახლა პოლარიზაციის დრო არ არის.
„ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ თავთავიანთ ადგილზე - დაბაში, სოფელსა, თუ ქალაქში აირჩიონ ისინი, ვინც პრობლემებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა 7,41% გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეები მერებსა და სათათბიროს დეპუტატებს ირჩევენ.
შედარებისთვის, გასულ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა გამოცხადების რაოდენობა 2017 წელს 10:00 საათისთვის 6,74%-ს შეადგენდა. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ძალიან პოლიტიზებულია, ვითარება გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და შემდეგ დაკავებამ კიდევ უფრო დაძაბა.