რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება ავტობანის 155-ე კმ მონაკვეთზე ხორციელდება ერთ ზოლზე.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება ავტობანის 155-ე კმ მონაკვეთზე მიმდინარეობს ერთ ზოლზე.
„უკვე აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.