არჩევნები 2021

OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია: ეს მხოლოდ აისბერგის წვერია

OSCE/ODIHR-იდან ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. არჩევნების დღე, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, - განაცხადა OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა.
დღეს საქართევლოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები ტარდება. ქვეყანა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს ირჩევს.
როგორც ალბერტ იონსონმა აღნიშნა, მხოლოდ OSCE/ODIHR-დან ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.
„დამკვირვებლების ძირითადი ჯგუფი 12 წევრისგან შედგება და ასევე არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები რეგიონებსა და თბილისში და ყველა ერთად არის 300-ზე მეტი დამკვირვებელი. ჩემი გუნდი საქართველოში იმყოფება უკვე 5 კვირის განმავლობაში, რათა შეისწავლონ საარჩევნო პროცესი. ასე რომ, ეს არის ყოვლისმომცველი პროცესი“, -- აღნიშნა ალბერტ იონსონმა.
იონსონი თბილისის მე-16 საარჩევნო უბანზე იყო მისული, არჩევნების პროცესზე დასაკვირვებლად ის დღის განმავლობაში თბილისის კიდევ რამდენიმე უბანზე გეგმავს მისვლას.
OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისია პრესკონფერენციას ხვალ გამართავს.
არჩევნები 2021
ცესკო: არჩევნებზე 10 საათისთვის 7,41% გამოცხადდა
2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში გაიხსნა 3.664 საარჩევნო უბანი.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.