მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მოუწევს პასუხისგება - კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერობის კანდიდატმა
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და შესაბამისად, მოუწევს იმ დანაშაულებზე პასუხისგება, რაც ჩაიდინა, განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
კალაძემ გუშინ მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარების გამო შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა.

„თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?! - კახა კალაძემ ძალიან ძალიან ბევრი რამე იცის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სამსახურს: უშიშროების სამსახურს, შს სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს, მართლაც უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, სანზონაში ნაქირავებ ბინაში დააკავეს.