არჩევნები 2021

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლები: ნიკა მელია კახა კალაძეს უსწრებს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია თბილისის მერის არჩევნებში ლიდერობს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომლებიც ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ოპოზიციური „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 40,8%
კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 40,2%
გიორგი გახარია „საქართველოსთვის“ – 8,79%
ანა დოლიძე „ ხალხისთვის“ – 3,5%
ანა ბიბილეიშვილი „ ლელო საქართველოსთვის“ – 2,6%
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს ირჩევდა. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევდნენ.