ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნები - ფოტოები საარჩევნო უბნებიდან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა თბილისსა და რეგიონებში მერებისა და საკრებულოების დეპუტატებს ირჩევს.
Sputnik
მიუხედავად გუშინდელი ხმაურიანი დღისა, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ტარდება. ოპოზიციის მიტინგი დაგეგმილია კვირას, თბილისის ცენტრში. შაბათს, ჯერ-ჯერობით, არავითარი გამოსვლა არ ყოფილა.
1 / 12

თბილისის ზოგიერთ საარჩევნო უბანთან დილიდანვე რიგები იყო

2 / 12

როგორც ჩანს, მოსახლეობა ამ არჩევნებში მეტად აქტიურია

3 / 12

ყოველ შემთხვევაში, თბილისში ამომრჩევლებმა შესამჩნევი ატიურობა გამოიჩინა დილიდანვე

4 / 12

სიტუაცია საარჩევნო უბნებზე მშვიდი იყო

5 / 12

პანდემიის გამო არჩევნებზე პირბადის ტარება სავალდებულოა

6 / 12

ამომრჩევლების რეგისტრაციისა და შემოწმების პროცედურა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა

7 / 12

ზოგიერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა

8 / 12

ხმის მისაცემი კაბინები ახლა განსხვავებულია - ნაწილობრივ ღიაა, თუმცა როგორ აკეთებს ამომრჩეველი არჩევანს, ეს არ ჩანს

9 / 12

უბნებზე ყველა ასაკის ადამიანი მიდის

10 / 12

უამინდობა არჩევნებზე წასვლაში ხელს ვერავის უშლის

11 / 12

ახლა თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს

12 / 12

როგორი იქნება ადგილობრივი არჩევნების შედეგი - უახლოეს მომავალში გავიგებთ