არჩევნები 2021

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ეგზიტპოლები გამოაქვეყნა: ვინ ლიდერობს

კომპანია Edison Research-მა ეგზიტპოლები ჩაატარა ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ დაკვეთით, რომლის მფლობელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში ლიდერობს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომლებიც კომპანია Edison Research-მა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, 18:00 საათისთვის ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 43%
ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 39%
გიორგი გახარია „საქართველოსთვის“ – 7%
ანა დოლიძე „ ხალხისთვის“ – 4%
ანა ბიბილეიშვილი „ ლელო საქართველოსთვის“ – 2%
გიორგი ლომია „ პატრიოტთა ალიანსი“ –1%
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - 1%
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს ირჩევდა. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევდნენ.