არჩევნები 2021

ციხეებში საარჩევნო უბნები გაიხსნა

დღეს საქართევლოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები ტარდება. ქვეყანა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს ირჩევს.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე პენიტენციურ დაწესებულებებში 9 უბანი გაიხსნა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს აირჩევს. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის 1 აგვისტოსთვის 9.399 პატიმარი იყო. მსჯავრდებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან.
არჩევნები 2021
ცესკო: არჩევნები ჩატარდება ხელმისაწვდომ და უსაფრთხო გარემოში
საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს. აქედან უმეტესი ნაწილი სრულწლოვანია.
2 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში გაიხსნა 3.664 საარჩევნო უბანი.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.