თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 17,72% გამოცხადდა. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
საქართველოს მოქალაქეები მერებსა და სათათბიროს დეპუტატებს ირჩევენ. არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
ყველაზე მაღალი აქტივობა - 27, 4 % რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი კი - თბილისში - 15,8%.
შედარებისთვის, გასულ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა გამოცხადების რაოდენობა 2017 წელს 12:00 საათისთვის 16,5%.-ს შეადგენდა.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ძალიან პოლიტიზებულია, ვითარება გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და შემდეგ დაკავებამ კიდევ უფრო დაძაბა.