არჩევნები 2021

ცესკო: სამი საათისთვის არჩევნებზე ამომრჩეველთა 33,18 % გამოცხადდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 საათისთვის ამომრჩევლების საარჩევნო უბნებზე გამოცხადების მონაცემები გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 33,18 % გამოცხადდა. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
საქართველოს მოქალაქეები მერებსა და სათათბიროს დეპუტატებს ირჩევენ. არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
„15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 33,18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1.160.413 ამომრჩეველია", - განაცხადა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
შედარებისთვის - ამმრჩევლების აქტივობა 2017 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების არჩევნებზე 15:00 საათისთვის 29,84%-ს შეადგენდა.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ძალიან პოლიტიზებულია, ვითარება გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და შემდეგ დაკავებამ კიდევ უფრო დაძაბა.