არჩევნები 2021

ცესკო: 17:00 საათისთვის არჩევნებზე ამომრჩეველთა 41,35 % გამოცხადდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 საათისთვის ამომრჩევლების საარჩევნო უბნებზე გამოცხადების მონაცემები გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 41,35 % გამოცხადდა. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
საქართველოს მოქალაქეები მერებსა და სათათბიროს დეპუტატებს ირჩევენ. არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
„17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41,35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1.446.218 ამომრჩეველია", - განაცხადა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
შედარებისთვის - ამომრჩევლების აქტივობა 2017 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების არჩევნებზე 17:00 საათისთვის 36,71%-ს შეადგენდა.