ხმის მიცემის დასრულების შემდეგ სამმა ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მათ მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლები, რომლებიც ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება.
„მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ პროგნოზებით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ხოლო „იმედზე“ განაცხადეს, რომ კახა კალაძემ პირველსავე ტურში გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კიდევ არ გამოუქვეყნებია არჩევნების შედეგები, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მიულოცეს გამარჯვება საკუთარ მომხრეებს.
კვირას ოპოზიცია თბილისში დიდი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.