თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში ლიდერობს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც ამერიკულმა კომპანია GORBI–მტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.
18:00 საათის წინასწარი მონაცემების თანახმად, პარტიული სიებით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" – 47,6%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 27,1%
„საქართველოსთვის“ – 6,8 %
„ლელო საქართველოსთვის“ – 2,8%
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2,8%
„ევროპული საქართველო“ – 2,6
„ლეიბორისტული პარტია“ – 1,8, "
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 1,6%
„მესამე ძალა" - 1,3%
„მოქალაქეები“ – 1%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 0,9%
დანარჩენი პარტიები – 3,7%
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარი ინტრიგაც ხმების 43%–ია, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ უნდა მიიღოს.
სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.
ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ, რომელიც თბილისში პარასკევს დააკავეს. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ოპოზიციას კვირას მასშტაბური მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს, რათა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა.