თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92 % შეადგინა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
„20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1.815.776 ამომრჩეველია", - განაცხადა იოსელიანმა ბრიფინგზე.
შედარებისთვის - ამომრჩეველთა აქტივობა 2017 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების არჩევნებზე 20:00 საათისთვის 45,65%-ს შეადგენდა.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. დაიწყო ხმების დათვლის პროცედურა